კობახიძეს სამი ვიცე-პრემიერი ეყოლება

21.04.26 19:15
კობახიძეს სამი ვიცე-პრემიერი ეყოლება

კობახიძეს სამი ვიცე-პრემიერი ეყოლება  - დღევანდელი ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრემიერად დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, რომელიც ასევე მთავრობაში ახალ სტრუქტურას უხელმძღვანელებს.

ამას გარდა, საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნა.

დღეის მდგომარეობით, ჯამში კობახიძეს სამი ვიცე-პრემიერი ეყოლება: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ბოჭორიშვილი და მდინარაძე