"ვირთხებივით გაიქცევიან" - ბუტიკაშვილი "ოცნების" შესაძლო სანქცირებაზე
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის შესაძლო სანქციები ივანიშვილის გუნდისთვის სერიოზულ ფინანსურ და პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს.
მისი თქმით, განსაკუთრებით მტკივნეული იქნება მიზნობრივი და ფინანსური შეზღუდვები, რომლებიც კონკრეტულ პირებსა და მათ აქტივებს შეეხება და უახლოეს პერიოდში მათი გავლენა აშკარად გამოიკვეთება.
ტარგეტირებული ანუ მიზნობრივი სანქციები, როგორც წესი, მოიცავს იმ ადამიანებს უშუალოდ, თანამდებობის პირებს ან მათ ოჯახის წევრებს. და, ფინანსური სანქციები კიდევ უფრო მძლავრია ამ კუთხით, ვინაიდან ნებისმიერი ქონება, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფლობენ ევროპაში, და ასეთი ძალიან ბევრია, საკმაოდ დაარტყამს ეს "ქართულ ოცნებას". ამიტომ, ის ზეწოლა, რაც ორბანის მოშორებით დაიწყება "ქართულ ოცნებაზე", ძალიან ახლო პერიოდში გახდება თვალსაჩინო და ხელშესახები. "ქართული ოცება", მოახლეობასთან ერთად, როგორც ეს "იმედის" შემთხვევაში მოხდა, ეცდება თავისი ქონების გადამალვას, ბინების გაყიდვას, ფულის დაცვას. როგორც ვირთხები გაიქცევიან ხოლმე, სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
ევროკავშირში საქართველოს საკითხზე ზეწოლა იზრდება — პერსონალური სანქციების თემა კვლავ აქტიურდება და შესაძლოა, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს შეეხოს. ლუქსემბურგში გაკეთებული განცხადებების ფონზე, ევროკავშირის მხრიდან გაჟღერდა მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის დევნასა და მედიის შეზღუდვაზე რეაგირება იგეგმება, მათ შორის სანქციების შესაძლო დაწესებით.