ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე არის პოლიტიკური დევნა - გიორგი სიორიძე
ალეკო ელისაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს "ლელო- ძლიერი საქართველოს" ლიდერები ესწრებოდნენ. ბრალდებული პოლიტიკოსების თანაგუნდელი საქმეს პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან გიორგი სიორიძემ განაცხადა, ელისაშვილი "ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მსხვერპლია" და ახლა მის ტერორისტად გამოცხადებას ცდილობენ.
ტერორიზმის კვალიფიკაცია იმდენად აბსურდული სფეროდან არის, რომ ამაზე სერიოზულად შეიძლება სასამართლოში მსჯელობა მიდიოდეს, ეს არის წარმოუდგენელი. მითუმეტეს ეს გაამყარეს მეორე საქმით, სადაც თურმე ვერავინ ვერ ამოიცნეს და ახლა გადაწყვიტეს, რომ ალეკო ელისაშვილს მიაწერონ. აქ შეიძლება ბევრი მოტივი იყოს, მათ შორის პირადი შურისძიება, მათ შორის ყველას ახსოვს ის ცნობილი ინციდენტი მდინარაძესთან. ალეკო ელისაშვილი არის აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც ბუნებრივია ბევრს არ მოსწონდა, არ მოსწონდათ ის იძახდა ხოლმე და როგორც სხვა პოლიტიკოსები არიან ივანიშვილის რეპრესიული მანქანის მსხვერპლები და სამიზნეები, ასეთივე იყო ალეკო ელისაშვილიც და უნდათ, რომ ტერორისტად გამოაცხადონ. თვითონ ეს კვალიფიკაციის ნაწილი არის ყველანაირი საერთაშორისო განმარტებითაც პოლიტიკური დევნა და პოლიტპატიმრის სტატუსს ნამდვილად აკმაყოფილებს ალეკო ელისაშვილის ეს მდგომარეობა", - აცახდებს გიორგი სიორიძე.
ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს.
2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.