სანქცირების საკითხი ევროკავშირში და ბრუსელის წინაპირობა "ოცნებას"

22.04.26 20:40
სანქცირების საკითხი ევროკავშირში და ბრუსელის წინაპირობა "ოცნებას"

ევროკავშირის სახელით კაია კალასმა "ქართულ ოცნებას" წინაპირობები წაუყენა - ვიდრე ევროკავშირი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე მუშაობას დაიწყებს, "ქართულ ოცნებას" ვითარების შემობრუნების შანსი აქვს, თუ ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგს დაიწყებს. ეს ბრიუსელისთვის იქნება სიგნალი, რომ საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ხალხის ნებას და არ ბლოკავს ევროინტეგრაციას.

ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი ბრიუსელის ერთადერთი პირობა არ არის. ევროგაერთიანება "ოცნებას" კიდევ 3 პირობას უყენებს - შეწყდეს აგრესიული დიალოგი ევროკავშირს წინააღმდეგ, შეჩერდეს ოპოზიციის დევნა და გადაიხედოს სამოქალაქო საზოგადოებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად მიღებული კანონდებლობა. ამ პირობების შეუსრულებლობა "ქართული ოცნების" წინაააღმდეგ დასაწესებელი სანქციებს კიდევ უფრო დააჩქარებს. მოთხოვნების შესასრულებლად კაია კალასმა კონკრეტული ვადებიც დაასახელა. 

ივანშვილის გუნდს ახლა ცოტა დრო აქვს. ბარიერები ბრუსელში მოხსნილია. უნგრეთმა უკრაინისთვის 90 მილიარდის გამოყოფას და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. შემდეგი საკითხი უკვე საქართველო იქნება. კაია კალასმა უკვე დაანონსა, რომ უნგრეთში ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ბრუსელი ოცნების დასანქცირების საკითხს დაუბრუნდება.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.