მოსმენა ევროსაბჭოში - ევროპელ დეპუტატებს ო'ფლაერტთან კითხვები ქართველ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ჰქონდათ

22.04.26 20:21
მოსმენა ევროსაბჭოში - ევროპელ დეპუტატებს ო'ფლაერტთან კითხვები ქართველ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ჰქონდათ

პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგიდან არ ჩამოდის. თბილისიდან სტრასბურგში ჩასული ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აბარებს. მაიკლ ო ფლაერტი ამბობს, რომ აქტიურად გაგარძელებს მუშაობას იმ პირთა გათავისუფლებაზე, ვინც ციხეში არ უნდა იჯდეს. 

კომისარ ბოლო პერიოდში ორჯერ იმყოფებოდა თბილისში და დეტალურად გაეცნო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგნლები ო ფლაერტისგან დაინტერესედნენ, რა ზომების მიღება იგეგმება უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებისთვის - ამ კონტექსტში ახსენეს დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია. 

კითხვა: მინდა გკითხოთ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე, რომელიც საქართველოს შეეხება. ეს ანგარიში მოუწოდებს საქართველოს სასწრაფოდ და უპირობოდ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, ისევე როგორც ჟურნალისტები. აპირებთ თუ არა, რომ გადადგათ დამატებითი ნაბიჯები რომ მხარი დაუჭიროთ ამ ადამიანების გათავისუფლებას და ასევე მაინტერესებს გქონდათ თუ არა მცდელობა შეხვედროდით რომელიმე პოლიტპატიმარს თქვენი ბოლო ვიზიტისას?

ო ფლაერტი: საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ძალიან სერიოზულად ვუყურებ. ეს ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც უკვე ორჯერ ვესტუმრე მას შემდეგ, რაც ეს მანდატი მაქვს. გასულ კვირასაც იქ ვიყავი, სადაც ვისაუბრე პოლიციის სისასტიკის გამოძიების აუცილებლობაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებზე გაზრდილი ზეწოლის საკითხს განვიხილავდი. გუშინ განცხადება გავავრცელე, რომელშიც ამ საკითხებს შევეხე. მომდევნო კვირებში გაცილებით დეტალურ განცხადებას გამოვაქვეყნებ. თქვენ დამისვით კითხვა, შევხვდი თუ არა ხალხს - დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი ვიზიტების დროს შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, ვიზიტის მიღმაც შევხვდი, ასევე პოლიტიკოსებს აქ, სტრასბურგში. გავაგრძელებ მუშაობას სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმ პირთა გათავისუფლებაზე, რომლებიც ციხეში არ უნდა იყვნენ.

კითხვა: ათასობით უკრაინელის ბედი ამ დრომდე. ისინი რუსეთში ტყვეობაში წამების ქვეშ იმყოფებიან. ანალოგიურად, უცნობია ელენე ხოშტარიას, ქართული ოპოზიციის ლიდერის, ბედი, რადგან მას დაკავების დროს დამამცირებლად მოექცნენ. ეს შემთხვევები იმის მაგალითებია, თუ როგორ გამოიყენება უკანონო პატიმრობა ხმაურის ჩასახშობად. რა ზომები მიიღეთ უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებისთვის?

ო ფლაერტის პასუხი: გეთანხმებით, რომ ასეთი პრაქტიკა ბარბაროსულია. ვგმობ ამ ქმედებას და მოვითხოვ, რომ ეს ადამიანები უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. მე ახლა ვერ გეტყვით ჯადოსნურ გამოსავალს მათი გათავისუფლების შესახებ. დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, მეც საჯაროდ ვგმობ ამ ქმედებას და საჯაროდ წარმოვაჩენ იმ დეტალებს, თუ რა ხდება მათ თავს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ მათი გათავისუფლება მუდმივად დღის წესრიგში იყოს. 

ასევე ნახეთ: