სავარაუდოდ, დღეს დასახელდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი სავარაუდოდ, დღეს დასახელდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონსულტაციები "ბოლო ფაზაშია".
შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ფაზაშია უკვე კონსულტაციები, რომელიც წარმოებს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად და სავარაუდოდ, დღეს უკვე დასახელდება მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი," - განაცხადა კობახიძემ
კობახიძის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, "პირველებს" აცნობეს, რომ აჭარის მთავრობის მეთაურს დღეს დაასახელებენ - როგორც "ტვ პირველს" წყარო ეუბნება, კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილი წარადგენს.
"პირველების" ინფორმაციით, კანდიდატზე გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“