კობახიძე: რაზე ვისაუბრეთ მე და ბატონმა რუბიო, ეს არის დახურული თემა

23.04.26 13:17
კობახიძე: რაზე ვისაუბრეთ მე და ბატონმა რუბიო, ეს არის დახურული თემა

ირაკლი კობახიძე უარს ამბობს საჯაროდ, მედიასთან ისაუბროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე. 

ვერ მოგიყვებით, რადგან ეს იყო დახურული ზარი - უთხრა "პირველების" ჟყრნალისტს კობახიძემ დღეს, 23 აპრილს. 

ჟურნალისტი: რამე დაპირება მიიღეთ მარკო რუბიოსგან?

კობახიძე: რაზე ვისაუბრეთ მე და ბატონმა რუბიომ, ეს არის დახურული ზარის თემა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე ვერ ვისაუბრებ.

ჟურნალისტი: კახა კალაძე თვის დასაწყისში სწორედ ამ ზარზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ამ თვეში კარგი სიახლეები გვექნებოდა და ამის შემდეგ ლოდინის რეჟიმში ვართ…

კობახიძე: მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან ჯანსაღი საუბარი, ძალიან დადებით ტონალობაში. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენს დაელოდეთ.

  • ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, 30 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
  • სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბარი ორმხრივ ინტერესებს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას შეეხებოდა. 
  • მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან პარტნიორობის გადატვირთვის შესახებ ისაუბრა.