თავდასხმა პასუხის ნაცვლად - სესხების სკანდალის შემდეგ "ოცნებამ" პარლამენტში ივანიშვილის დაცვის დღე მოაწყო

28.04.26 20:24
თავდასხმა პასუხის ნაცვლად - სესხების სკანდალის შემდეგ "ოცნებამ" პარლამენტში ივანიშვილის დაცვის დღე მოაწყო

პარლამენტის დღევანდელი სხდომა ნინო წილოსანმა „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტური გამოძიებების განხილვით გახსნა.

განცხადებების მთავარი თემა იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხები და კითხვები მის ფონდთან მიმართებით. ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ტურიზმის განვითარების ფონდის დოკუმენტების გასაჯაროებას.

სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თანმიმდევრულად აკეთებდნენ განცხადებებს აღნიშნულ საკითხზე.

ნინო წილოსანმა ასევე ისაუბრა საზოგადოების დამოკიდებულებაზე და გააკეთა შეფასებები მოქალაქეებთან მიმართებით.

ივანიშვილის გუნდი ხაზს უსვამს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების გამჭვირვალობის მნიშვნელობას და მოითხოვს ინფორმაციის გასაჯაროებას მათი დაფინანსებისა და ხარჯვის შესახებ.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა კითხვაზე, რატომ არ არის ანალოგიური ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდის შემთხვევაში.

ჟურნალისტური გამოძიება სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კითხვების დასმისა და წერილობითი მიმართვების მიუხედავად, ფონდმა არ გაასაჯაროვა დეტალები ფინანსების წყაროებისა და მათი გამოყენების შესახებ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები