ივანიშვილმა ქვეყანაში აკრძალა დემოკრატია... ცეცხლი ოლიგარქიას - ირაკლი ნადირაძე

07.05.26 15:27
ივანიშვილმა ქვეყანაში აკრძალა დემოკრატია... ცეცხლი ოლიგარქიას - ირაკლი ნადირაძე

 

 

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შექმნა მისთვის სასურველი დემოკრატია და ვერ მოირგო თავის თავზე, მან უბრალოდ ამ ქვეყანაში აკრძალა დემორატია - ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ირაკლი ნადირაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე განაცხადა. 

დაკავებულმა ოპოზიცინერმა ხაზგამის აღნიშნა, რომ არ უნდა ცხოვრობდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალ ჟურნალისტს უმიზეზოდ აკავებენ, სადაც პარტიებს, არასამთავრობოებს, მედიას კრძალავენ, სადაც ბავშვები შიმშილობენ და ხალხი ქვეყნიდან გარბის. 

ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა მის ბრალზეც და თქვა, რომ გამოძიებას არ ამოუღია და არ გამოუკვლევია არც მისი ტელეფონი და არც მისი ლეპტოპები. ასევე არ ჩაუტარებია ჩხრეკა არც მის სახლში და არც სამსახურში. 

"ბრძოლა გვჭირდება თავისუფლებისთვის" - ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი და დასძენს, რომ ბოლოს ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. 

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შექმნა მისთვის სასურველი დემოკრატია და ვერ მოირგო თავის თავზე, მან უბრალოდ ამ ქვეყანაში აკრძალა დემორატია. არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც უმიზეზოდ აკავებენ ქალ ჟურნალისტს და აყენებენ შეურაცხყოფებს. დიახ, არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც აუქმებენ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო. არ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არის უკიდურესი გაჭირვება, უმუშევრობა, სადაც ბავშვები შიმშილობენ და ხალხი ქვეყნიან გარბის. არ მინდა მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყნისთვის ყველაზე მეტი გააკეთა საქართველოსთვის უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალდებით ციხეში იჯდეს. მე არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყნის დაქცევის ხარჯზე მდირდებოდნენ მაღალჩინოსნები. 

საქმეში რა დევს? არ ამოიღეს ჩემი სამსახურეობრივი თუ პირადი კომპიუტერი, არ ჩაატარეს ჩხრეკა არც ჩემს სახლში, არც ჩემს სამსახურში, არ გაჩხრიკეს არც ჩემი მანქანა. არ ამოიღეს არც ჩემი ტელეფონი და სატალეფონი ზარები, რომ ენახათ ერთხელ მაინც თუ ვიყავით შეკრებილები. 

ანტიკურ დროში იყო პური და სანახაობა - ბიძინას ხელში გვაქვს სუპი და სანახაობა. არცერთ ბრალს არ ვაღიარებ. თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუ ვინმე აგებს პასუხს ამ ბრალზე ეს იყო ივანიშვილი. თუ ვინმემ შექმნა ორგანიზებული ჯგუფები ეს იყო ივანიშვილი. რა დროც არ უნდა გავიდეს ყველას მოეკითხება. მე ერთს ვიტყვი, დრო მოვა არ შემრცხვება - ჩვენს გმირებს მარო მაყაშვილს, გიორგი ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს და ყველა ჩვენს გმირს თვალებში ჩავხედო. მე მართალი ვარ ჩემი შვილების და მომავალი თაობის წინაშე - 100 წლის შემდეგ ჭიქას, რომ აწევენ არ გაუჩნდებათ კითხვები- ქვეყანას რომ აქცევდნენ სად იყო ჩემი წინაპარაი, მამაჩემი სად იყო, ბაბუაჩემი სად იყო. ყველაფერს შეაფასებს ისტორია და ჩენი მომავალი თაობები. ეს არის ბრძლა სიმართლისთვის, ბრძოლა გვჭირდება თავისუფლებისთვის, ბრძოლას, რომელსაც საბოლოოდ ჩვენ მოვიგებთ. გაუმარჯოს საქართველოს, დიდება ჩვენს გმირებს, დიდება თავისუფლებას და ცეცხლი ოლიგარქიას", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

ასევე ნახეთ: 

თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 4 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს გამოაცხადებს. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები