ტრაგი-კომიკური ამბავია, რომ დაჭერილი ადამიანის (ღარიბაშვილის) ოჯახის წევრები ისევ მამა-მარჩენალს უგორებენ (კოჭს) - ბოკერია
ტრაგი-კომიკური ამბავია, რომ დაჭერილი ადამიანის (ღარიბაშვილის) ოჯახის წევრები ისევ მამა-მარჩენალს უგორებენ (კოჭს), - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრების განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ დამოკიდებულებაშია ივანიშვილის გუნდის გარემოცვა ბიძინა ივანიშვილთან. „ფედერალისტების“ ლიდერის შეფასებით, ყოფილი პრემიერის საქმე სისტემური კორუფციის შედეგია და არა კორუფციასთან ბრძოლის მაგალითი.
უბრალოდ, ადამიანურად, თავი რომ დავანებოთ, რომ საცოდაობაა, როცა ასეთ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას როგორ ექცევა, რომ ამ მდგომარეობაში ხალხი აპროტესტებს იმას, რომ მისი დევნის შესახებ მოხვდა ჩანაწერი. ტრაგიკომიკური ამბავია, რომ დაჭერილი ადამიანი, რომლის დაჭერაც პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოიყენეს, ვითომ რომ კორუფციას ებრძიან, სინამდვილეში, ინსტიტუციურ დონეზე კორუფციის შედეგია ღარიბაშვილის ამბავი, მთელი წყება გვაქვს წლების განმავლობაში კონსტიტუციურად უმაღლესი თანამდებობის პირების, პრემიერ-მინისტრების, სუსის უფროსის, ყოფილი გენპროკურორის, მინისტრების... ოჯახის წევრებს უწევთ, ამაში დაინახონ ხსნა, რომ ისევ მამა-მარჩენალს გაუგორონ კოჭი... ტრაგიკული ამბავია, ეს აჩვენებს, რამდენად დიდ შარში ვართ, სანამ ამ კაცს აქვს ძალაუფლება, - ამბობს გიგა ბოკერია.
ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ევროპარლამენტის ანგარიშში ყოფილი პრემიერის შესაძლო პატიმრობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხმაურებიან და მას „პროვოკაციულ ნაბიჯს“ უწოდებენ. ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის ხსენება ევროპარლამენტის დოკუმენტში „ბინძური პროვოკაციაა“, რომელიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში სპეკულაციებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება