ითხოვს თუ არა შეწყალებას ირაკლი ღარიბაშვილი - რას ამბობს დაკავებული ექსპრემიერის ადვოკატი

08.05.26 17:34
ითხოვს თუ არა შეწყალებას ირაკლი ღარიბაშვილი - რას ამბობს დაკავებული ექსპრემიერის ადვოკატი

 

 

დაკავებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეწყალების თხოვნით არავისთვის მიუმართავს. ამის შესახებ ინტერესების დამცველმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ამასთან, მიხეილ შაყულაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა შეწყალება ითხოვოს. მისი თქმით, ექსპრემიერი თავს მხნედ გრძნობს და იმავე პოზიციაზე, რაც სასამართლოზე გააჟღერა.

არც ბატონ ირაკლის მიუმართავს, არც მის დაცვას და არც ოჯახს. მოლაპარაკებები როგორ უნდა მიმდინარეობდეს, ახლა, თუ არის ოფიციალური განცხადება... და ასე, მოლაპარაკებები არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია. სამომავლოდ მომავალში გადავწყვიტავთ და ახლა, ამ ეტაპზე არავის არავისთვის მიუმართავს. თუ საჭირო გახდა, მოიხდის (ბოლომდე). ამ ეტაპზე, ვინაიდან არ  ვარ არავისთან არაფერზე შეთანხმებული და არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მაგისი, შესაბამისად, მაგიტომ ვერ ვამბობ.

თავს გრძნობს მხნედ. პოზიცია ისეთია, რაც სასამართლოზე დააფიქსირა, შესაბამისად, აღიარა დანაშაული, - ამბობს მიხეილ შაყულაშვილი.  

აღნიშნული კითხვით "პირველებმა" ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშილსაც მიმართა, თუმცა კითხვის გაგონებისთანავე მან ტელეფონი გათიშა. 

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ევროპარლამენტის ანგარიშში ყოფილი პრემიერის შესაძლო პატიმრობასთან დაკავშირებულ ჩანაწერს ეხმაურებიან და მას „პროვოკაციულ ნაბიჯს“ უწოდებენ. ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის ხსენება ევროპარლამენტის დოკუმენტში „ბინძური პროვოკაციაა“, რომელიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში სპეკულაციებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.