შარმანაშვილი არ გამორიცხავს, რომ შიო მესამის რეკომენდაციის შემთხვევაში პატიმრები შეიწყალონ
"ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, სინდისის პატიმრების შეყალების რეკომენდაციის გაცემა ახალ პატრაირქს შეუძლია, თუმცა შეწყალებაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი იღებს.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა მიხეილ ყაველაშვილმა პატრიარქსიო რეკომენდაცია გაითვალისწინოს, ივანიშვილის გუნდის წევრი ამბობს, რომ "შეიძლება".
რეკომენდაცია რა თქმა უნდა აქვს ახალ პატრიარქს. მე ვვარაუდობ, რომ შეიძლება გაითვალისწინოს (პრეზიდენტმა), მაგრამ დანამდვილებით ჩემი მხრიდან უხერხულია საუბარი ის, რაც ჩემი უფლებამოსილება არ არის. - განაცხადა შარმანაშვილმა.
"ოცნების" წევრს ჟურნალისტებმა დღეს ჰკითხეს, არის თუ არა თავად მომხრე შეყწლაბეის, რაზე პასუხადაც შარმანაშვილმა თქვა, რომ შეწყალება "უმაღლესი სათნოებაა და ყველა ქრისტიანი უნდა უჭერდეს მხარს".
ჩემი პოზიცია ის არის, რომ მაცხოვარი ერთ რამეს გვეუბნება პატიმრებთან მიმართებაში -"ჩემთან რომ მოხვალთ მე გეტყვით, ციხეში რომ ვიყავი, რატომ არ მნახეთო. თქვენ შემეკითხებით, მე თქვენ არ გიცნობდით, საიდან უნდა მენახეთ-თქო. ყველა მოყვასი, რომელიც ციხეში იყო და არ ნახე, მე ვიყავიო". აქედან გამომდინარე, წმინდა ქრისტიანული თვალსაზრისით, შეწყალება უმაღლესი სათნოებაა და ყველა ქრისტიანი უნდა უჭერდეს მხარს. დარწმუნებული ვარ, რაღაცა გამოსავალი აქედან გამოინახება. მე ზოგადად ჰუმანურობისკენ ყოველთვის გადავიხრები", - განაცხადა შარმანაშვილმა.
სინდისის პატიმრების გათავისუფლების შესახებ "პირველებმა" კითხვა დასუვა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და მეუფე ილარიონსაც:
- კვლავ ვისაუბრებთ ამ საკითხზე ხელისუფლებასთან - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე
- მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ ახალი პატრიარქი სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს