ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა

13.05.26 14:04
ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა

ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს შეხვდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

კობახიძის თქმით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

იურიდიული დახმარების სამსახურის ახლად დანიშნულ დირექტორს ოთარ ჩახუნაშვილს შევხვდი.

სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მივულოცე და წარმატებები ვუსურვე.

ოთარ ჩახუნაშვილმა სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მომაწოდა.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ოთარ ჩახუნაშვილი სამსახურის დირექტორად ჩემი ბრძანებით პირველი მაისიდან დაინიშნა. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ოთარ ჩახუნაშვილი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი, თავდაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ასევე ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტს. ოთარ ჩახუნაშვილი არის სამართლის დოქტორი - წერს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები