„სხვისი ქვეყნის დალაგებამდე საკუთარი ქვეყანა დაასუფთავეთ“ - ლაშხი საფრანგეთის რეზოლუციაზე

13.05.26 15:37
„სხვისი ქვეყნის დალაგებამდე საკუთარი ქვეყანა დაასუფთავეთ“ - ლაშხი საფრანგეთის რეზოლუციაზე

 

 

 

„სხვისი ქვეყნის დალაგებამდე საკუთარი ქვეყანა დაასუფთავეთ“ — ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას. ივანიშვილის გუნდში აცხადებენ, რომ საფრანგეთს საკუთარ ქვეყანაში „მწვავე პრობლემები“ აქვს, ხოლო საქართველოს შესახებ დოკუმენტი „ჭორაობაზე დაფუძნებული“ და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. 

ისტორიულად გვახსოვს, რომ თუ ვინმე ჰყავდა საქართველოს თავის ისტორიაში ყველაზე უფრო ცუდი დამზიანებელი და მტერი, ეს ყოველთვის, სამწუხაროდ, ქართველი ადამიანების ხელით ხორციელდებოდა და აქაც ძალიან სამწუხხაროა, რომ ქალბატონი სალომე, რომელიც რის ამ რეზოლუციის ავტორი,ცდილობს, რომ ეს ზიანი მიაყენოს საფრანგეთის სენატს. ამბობენ თვითონ საფრანგეთის წარმომადგენლები, რომ როდესაც ცდილობ, რომ სხვისი ქვეყანა დაალაგო და იწყებ დასუფთავებასო, პირველ რიგში, შენი უნდა დაასუფთავოო და ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევები გვაქვს საფრანგეთში, და მწვავე გამოწვევები, რომელზეც პარლამენტში საუბარი არ მიმდინარეობსო და თურმე საქართველოს ჭორაობაზე დაფუძნებული დოკუმენტის განხილვას იწყებენ. ეს არის პირდაპირი, უხეში ჩარევა საფრანგეთის მხრიდან, - ამბობს მარიამ ლაშხი. 

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო.  დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.  

რეზოლუცია "გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას." რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა

მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები