სასახლის ღობის საქმე - გაუფორმებენ თუ არა საპროცესო შეთანხმებას სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულებს?
სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 13 ბრალდებულის საქმე დასასრულს მიუახლოვდა - პროკურატურამ დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები დევს, რაც ადასტურებს, რომ 60-ზე მეტი პირი ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებით მოქმედებდა და გადატრიალებას აორგანიზებდა.
მრავალთვიანი განხილვის შემდეგაც კი საქმეში არ დევს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაა!!
განსასჯელის სკამზე მყოფი პენსიონერები, ყოფილი პოლიციელები, ხელოსნები და სტუდენტები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.. სასახლის ღობის საქმეზე ე.წ ორგანიზატორების განაჩენი უკვე გამოცხადებულია, თუმცა პროკურატურა ამ დრომდე არ ამბობს გაუფორმებს თუარა რომელიმე ბრალდებულს სააპროცესო შეთანხმებას.
შემდეგ სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის, იურისტები ამბობენ რომ პროკურატურამ საქმე ვარაუდებზე დაყრდნობით შეკერა, საქმეში ჩართულ არცერთ ადვოკატს არ უნახავს მისი დასაცავი პირის წინაღმდეგ მოპოვებული ვიდეო მასალა, რომელიც დაკავებულის ბრალეულობას დაადასტურებდა.