"ეს მხოლოდ დასაწყისია"- ევროპარლამენტარი ქართული პროპაგანდისტული ტელეკომპანიების დასანქცირებაზე

14.05.26 11:25
"ეს მხოლოდ დასაწყისია"- ევროპარლამენტარი ქართული პროპაგანდისტული ტელეკომპანიების დასანქცირებაზე

 

 

"ეს მხოლოდ დასაწყისია" - ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიების სანქცირების საკითხვს. 

  • ბრეიზა არის ის ევროპარლამენტარი, რომელიც საქართველოს შესახებ წლიურ ანგარიშში ითხოვდა ქართული სამთავრობო მედიისთვის სანქციების დაწესებას.

კშიშტოფ ბრეიზა ფიქრობს, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული TV იმედისთვის ევროპარლამენტში მუშაობის ერთი წლით აკრძალვა, მიღწევაა. 

"ჩვენ საქართველოს ხალხის გვერდით ვდგავართ და ვმოქმედებთ" - აცხადებს ის. 

ვამაყობ, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშში ჩემს მიერ შეტანილმა ცვლილებებმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და პრესის აკრედიტაციის განყოფილებასთან ერთად ჩემი ოფისის ხუთთვიანმა შრომამ, კონკრეტული შედეგები გამოიღო: „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ კონტროლირებად სამ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას - რომლებიც სულ უფრო მეტად „რუსულ ოცნებას“ ემსგავსებიან - სანქციები დაეკისრათ და ერთი წლით ევროპარლამენტში მუშაობა აეკრძალათ.

ეს მხოლოდ დასაწყისია ქართველი ხალხის გამარჯვებისა რუსეთის გავლენასა და ავტორიტარულ რეჟიმზე, პროპაგანდასთან ერთად.

ჩვენ საქართველოს ხალხის გვერდით ვდგავართ და ვმოქმედებთ"- თქვა "პირველებთან" ევროპარლამენტარმა.

დიდი ბრიტანეთის მიერ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქცირებული „იმედი“ აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მათ ერთი წლით აუკრძალა საქმიანობა. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ  მოლდოვამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია სამ სამტავრობო არხს-  "იმედს" „რუსთავი 2-სა" და „პოსტივის" არ მისცა. 

მსგავსი სიახლეები