"ოპოზიციური ალიანსი": თუ არ შესრულდება პირობები, ვერ ვხედავთ არჩევნებში მონაწილეობის აზრს

15.05.26 14:56
"ოპოზიციური ალიანსი": თუ არ შესრულდება პირობები, ვერ ვხედავთ არჩევნებში მონაწილეობის აზრს

თუ არ იქნება საარჩევნო ცვლილებები, არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას -  ამის შესახებ ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა, ანა კობახიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

დღეს 15 მაისს ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად თქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვლება. სწორედ ამიტომ, "ტვ პირველმა" ალიანსის წევრს, ანა კობახიძეს ჰკითხა - თუ არ შესრულდებდა მათი მოთხოვნები, იქნება თუ არა ისევ ბოიკოტი - რაზე პასუხადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "დიახ იქნება ბოიკოტი" .

არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ გარემო არ იქნება სამართლიანი. როგორ შეიძლება პოლიტიკური ალიანსი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს, ცვლილების შემდეგ, როგორ შეიძლება ასეთ არჩევნებში იღებდეს მონაწილეობას, სადაც ემიგრანტს ხმის მიცემის შესაძლებლობა არ აქვს. სადაც ისევ ის ადმინისტრაცია ატარებს არჩევნებს, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, სადაც ის 6 მოთხოვნა, რომელიც დაყენებული გვაქვს, სწორედ ამის შეუსრულებლობამ გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. 2 წელია, ლეგიტიმურად არ თვლის ამ ხელისუფლებას არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, არავინ. ეს კრიზისი აქვს დღეს „ოცნებას“, ამ კრიზისს თუ არ დაძლევს, ვადამდელი არჩევნებით, გაგრძელდება ისევ ეს კრიზისი და მისთვისაც არ იქნება ხელსაყრელი", - განაცხადა ანა კობახიძემ. 

ასევე ნახეთ:

დღეს "ოპოზიციის ალიანსმა" ის 6 ძირითად მოთხოვნა დაასახელა, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატრებლად არის მნიშვნელოვანი. 

მოთხოვნები ასე გამოიყურება:

  • პირველი - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უდნა გახდეს სრულად პაროტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ხოლო ყველა შემდგომი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
  • მეორე - ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.
  • მესამე - გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
  • მეოთხე - აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
  • მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
  • მეექვსე - საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.