მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, თუ “ქართული ოცნება“ პირობების შესრულებაზე უარს იტყვის

15.05.26 17:39
მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, თუ “ქართული ოცნება“ პირობების შესრულებაზე უარს იტყვის

მიიღებს თუ არა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, თუ “ქართული ოცნება“ პირობების შესრულებაზე უარს იტყვის - ენმ-ის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ თუ მათი 6 - პუნქტიანი გეგმა არ შესრულდება, პროცესს არჩევნები ვერ ეწოდება.

“ამ 6 მოთხოვნის გარეშე, ქვეყანაში რაც ჩატარდება, ის ვერ იქნება არჩევნებად სახელწოდებული“, - ამბობს ის.

ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ შეთანხმებაზე “ოცნება“ წამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში აიძულებენ.

მისი თქმით, ივანიშვილზე ბევრად ძლიერი დიქტატორები და ავტორიტარები წასულან უკან დახევაზე.

თუ პოლიტიკური ოპონენტები არ იქნებიან პოლიტიკურ ველზე, თუ სადამკვირვებლო მისიები არ იქნება, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ხმის უფლება არ ექნება, შეუძლებელი იქნება ის პროცესი არჩევნებად იწოდებოდეს. ჩვენ არჩევნებს ვითხოვთ, ეს არის გზა იმისთვის, რომ არჩევნებამდე მივიდეთ. ამ 6 მოთხოვნის გარეშე, ქვეყანაში რაც ჩატარდება, ის ვერ იქნება არჩევნებად სახელწოდებული. ერთადერთი მეთოდი, რითაც შეიძლება არჩევნები ჩატარდეს და მივიღოთ მონაწილეობა, არის იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც არის მითითებული ამ კონკრეტულ 6-პუნქტიან მოთხოვნებში და წინაპირობებში. ივანიშვილზე ბევრად ძლიერი დიქტატორები და ავტორიტარები წასულან უკან დახევაზე. ჩვენ უნდა გვწამდეს ჩვენი ძალის, ხელისუფლებას თმობს ხალხი და როგორმე ცესკოს წევრებზე და მათ შორის პარიტეტული პრინციპით შეთანხმებაზეც წამოვლენ, მთავარია ვაიძულოთ ამის გაკეთება, თორემ თვითონ ივანიშვილი რომ არ არის დაინტერესებული ქართული დემოკრატიით ეს ისედაც ვიცით, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება “თავისუფლების მოედანს“ -  მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილოებას 6-პუნტქიანი გეგმის არ შესრულების შემთხვევაში, ყველა პარტიამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.

ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ ეროვნულ საბჭოსთან კონსულტაციით, ჯერეჯერობით, ერთადერთი გადაწყვეტილება არის ის, რომ ეს 6 პირობა უდნა შესრულდეს, რომ დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები, - ამბობს ის.

დღეს "ოპოზიციის ალიანსმა" ის 6 ძირითად მოთხოვნა დაასახელა, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატრებლად არის მნიშვნელოვანი. 

მოთხოვნები ასე გამოიყურება:

  • პირველი - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უდნა გახდეს სრულად პაროტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ხოლო ყველა შემდგომი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
  • მეორე - ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.
  • მესამე - გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
  • მეოთხე - აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
  • მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
  • მეექვსე - საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.