"ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება" - თამარ ბაგრატიონი

15.05.26 18:09
"ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება" - თამარ ბაგრატიონი

 

 

მიხელ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის თქმით, "ვისაც შეწყალება კანონით ეკუთვნის, ყველა იქნება შეწყალებული". 

მან ამის შესახებ, დღეს, პარლამენტში, "TV პირველის" დასმულ კითხვას უპასუხა.

თამარ ბაგრატიონმა მედიასთან აღნიშნა, რომ ის მისი ქმრის საქმეებში არასდროს ერევა. 

ჩემ მეუღლეს ჰ​კითხეთ არ ვიცი. არასდროს არ ვერევი მე ჩემი ქმრის საქმეებში. მე მთელი ცხოვრებაა ჰუმანურ მისიებს ვემსახურები. ჩემი ქმრის საქმეში მე არასდროს არ ვერევი. ახალგაზრდები გასაგებია, რომ შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება," - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა. 

სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების შესაძლო შეწყალების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც არაერთმა მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ ახალი პატრიარქი შიო მესამე ამ თემას ხელისუფლებასთან კვლავ დააყენებს. სასულიერო პირები პატიმრების შეწყალების ინიციატივას მხარს უჭერენ, ხოლო ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალება მხოლოდ „აღიარების, სინანულისა და მონანიების“ შემთხვევაშია შესაძლებელი და ეს მიდგომა ეკლესიის პოზიციასთან თავსებადია.