საჭიროა წნეხი, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე - ზურა ჯაფარიძე
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "ოპოზიციური ალიანსის" 6 ძირითად მოთხოვნაზე ისაუბრა, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად არის მნიშვნელოვანი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საჭიროა "ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში და წნეხი, რომ რეჟიმი დათმობებზე წამოვიდეს" და შედარებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.
ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რეჟიმმა ზუსტად იცის, რომ რეალურად თავისუფალ გარემოში მოგების რამე პატარა შანსიც კი არ აქვს.
წნეხმა, მხოლოდ და მხოლოდ წნეხი [შეასრულებინებს ამ მოთხოვნებს]. ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში, ერთადერთი ეს არის. საჭიროა წნეხის განხორციელება, რომ იძულებული გახდნენ, რომ ეს პირობები შეასრულონ. წნეხი არის განსახორციელებელი, საუბარი იმაზე კი არა, რომ ნებისმიერ რაღაცაში თავით გადავეშვები და გადავხტები რაც არ უნდა შემოგვთავაზონ, არა, საუბარი არის იმაზე, რომ გვჭირდება საქართველოს მოქალაქეების მობილიზაცია და ბევრი გაბრაზებული ადამიანი ქუჩაში და წნეხის განხორციელება რეჟიმზე, რომ რეჟიმი წავიდეს დათმობებზე, ეს პირობები შეასრულოს და ამ ქვეყანაში ჩატარდეს მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაინც არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც შემდეგ რეჟიმი დამარცხდება იმიტომ, რომ რეალურად ეს რეჟიმი არის უკიდურეს უმცირესობაში. მაგის გამო, რომ უმცირესობაშია, ზუსტად იციან, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე დამარცხდებიან, მაგის გამოა, რომ 2 ყველაზე მსხვილი კოალიციის 2-2 ლიდერი ციხეში, იქით სააკაშვილი და ხაბე [ხაბეიშვილი] ზიან, აქეთ ნიკა მელია და ელენე ხოშტარია, 2 სხვა კოალიციის, თუ მსხვილი პარტიის, 2024-ს ვიძახი, ლიდერი კი დევნილობაშია, ორივე პოლიტიკური დევნილია - გახარია და მამუკაც, რეალობა არის ეს. მაგის გამოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნილი აქვთ საქმე, სადაც ამ კონკრეტულად ჩვენ აკრძალვას აპირებენ, თორემ აბა ან აკრძალვა რაში სჭირდება, რეალურად თავისუფალ გარემოში მოგების რამე პატარა შანსიც კი რომ არსებობდეს, მაგრამ არ არსებობს," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ასევე ნახეთ:
დღეს "ოპოზიციის ალიანსმა" ის 6 ძირითად მოთხოვნა დაასახელა, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატრებლად არის მნიშვნელოვანი.
მოთხოვნები ასე გამოიყურება:
- პირველი - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უდნა გახდეს სრულად პაროტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ხოლო ყველა შემდგომი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
- მეორე - ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.
- მესამე - გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
- მეოთხე - აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
- მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
- მეექვსე - საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.