ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანამ ახალი არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ოპოზიციურრ პარტიებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ იყვნენ მზადების პროცესში, ვიდრე გადამწყვეტი მომენტი არ დადგება.
ამის შესახებ ზურაბიშვილი გუშინ ფბ-ლაივში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები შეისაძლოა 2028 წლამდეც ჩატარდეს.
სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, თუ სად იქნება 26 მაისს, რაზე პასუხადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა განმარტა, რომ იქნება რუსთაველის გამზირზე ხალხთან ერთად.
ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ ამ ალიანსს, ეს ეხება მთლიანად საზოგადოებას. საზოგადოება უნდა მოემზადოს, იმიტომ რომ ეს იქნება ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი და არ ვიცით, როდის იქნება [არჩევნები]. შეიძლება თვლის რეჟიმი, რომ 2028-ში იქნება არჩევნები, ეს გვითრხა კობახიძემ, მაგრამ ვერავინ ვერ გამორიცხავს, რომ ეს არ მოხდეს უფრო ადრე. ყოველ 26 მაისს, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რა ფუნქციითაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვარ რუსთაველზე და ვიქნები რუსთაველზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ყველასი ერთად ზეიმი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახენებთ, რომ გუშნ "ოპოზიციის ალიანსმა" ის 6 ძირითადი მოთხოვნა დაასახელა, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატრებლად არის მნიშვნელოვანი.
მოთხოვნები ასე გამოიყურება:
- პირველი - საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უდნა გახდეს სრულად პაროტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020 და 2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ხოლო ყველა შემდგომი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ სწორედ ამ პრინციპით. რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებს, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
- მეორე - ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.
- მესამე - გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
- მეოთხე - აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
- მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
- მეექვსე - საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.