"ოცნებაში" ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს - აქვს თუ არა ივანიშვილის გუნდს პოლარიზების დასრულების სურვილი

20.05.26 20:31
"ოცნებაში" ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს - აქვს თუ არა ივანიშვილის გუნდს პოლარიზების დასრულების სურვილი

 

 

"ქართული ოცნება" თითქოს პოლარიზაციამ შეაწუხა. ივანიშვილის პარტიაში შფოთავენ იმის გამო, რომ საზოგადოება გახლეჩილია და დაპირისპირება არ სრულდება. მაშინ როცა ირაკლი ზარქუა პარლამენტის ტრიბუნიდან ამ პრობლემაზე საუბრობდა, პარლამენტის შენობასთან ტროტუარზე გამოხატული პროტესტის გამო ადამიანები დააპატიმრეს. მხოლოდ დღეს ორ მოქალაქეს გადაუწყვიტეს, რომ რამდენიმე დღე ციხეში უნგა გაატაროს. 

ირაკლი ზარქუა დამნაშავეებს ქვეყნის გარეთ ეძებს. ხელისუფლებამ გამოსავალი ადამიანებისთვის FACEBOOK პოსტების კონტროლში იპოვა. ჩინეთში მყოფი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში დაპირისპირებას სიძულვილის ენა იწვევს და მისი გადაჭრა ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხში აიყვანა. საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს არც პარლამენტის თავმჯდომარე.

ვიდრე "ოცნებას" ვერ გაურკვევია რომელმა სახელმწიფომ გამოიწვია პოლარიზაცია, საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო თითქმის ყველა დემონსტრანტს მისწვდა. ადამიანები, რომლებიც ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და ტროტუარზე პროტესტს გამოთქვამენ, საპატიმროებში რიგრიგობით ხვდებიან. ოცნება არათუ პატიმრების გათავისუფლებაზე ფიქრობს, არამედ ტროტუარზე დგომისთვის დასჯა ყოველდღიურობად აქცია. 

რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები