მეცხრე დღე მეცხრე ლოკაცია - ოპოზიციური ალიანსი ხალხთან შეხვედრას აგრძელებს
მეცხრე დღე მეცხრე ლოკაცია - ოპოზიციური ალიანსი ხალხთან შეხვედრას აგრძელებს. ოპოზიციური პარტიები 26 მაისის დიდი შეკრებისთვის ემზადებიან. დამოუკიდებლობის დღეს, საღამოს 7 საათზე ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ელოდებიან და მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.
იუსტიციის სახლთან შეკრებილი ოპოზიციონერებისთვის მოქალაქეებს არ დაუმალავთ, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა: აწუხებთ სოციალური პრობლემები - გაძვირებული ცხოვრება, გაზრდილი ელექტროენერგიის საფასური, დაბალი პენსია, მოუწესრიგებელი ქუჩები - ხალხი ცვლილებების მოლოდინშია.
რატომ არის 26 მაისის შეკრება მნიშვნელოვანი? - ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ეს ხალხისგან ნდობის კიდევ ერთი მაჩვენებელი იქნება. დამოუკიდებლობის დღის შემდეგ კი ოპოზიციური ალიანსი მოქმედების ახალ სტრატეგიაზე გადავა.