საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი ხურვალეთში დღეს დაკრძალეს
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ვალია ვანიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხურვალეთში დღეს დაკრძალეს.
"ნეტგაზეთი" წერს, რომ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს მის გასვენებაზე დასწრების უფლება მისცეს.
აგვისტოს ომის შემდეგ ვალია ვანიშვილისა და დათა ვანიშვილის, სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.
დათა ვანიშვილი 5 წლის წინ, 2021 წლის 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- 2008 წლის ომის და მავთუხლართების მსხვერპლად ქცეულ სიმბოლოს ყველა დათა პაპა სახელით იცნობდა, ის ფაქტობრივად ერთადერთი იყო, ვინც ორად გახლეჩილ ხურვალეთში არა მარტო მედიის წარმომადგენლებს არამედ პრეზიდენტებსა და საერთაშორისო მაღალჩინოსნებს ინტერვიუებს აძლევდა
ფოტო: ქეთევან ხუციშვილი | ნეტგაზეთ
მსგავსი სიახლეები
07.07.26 22:39
ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ შეთანხმება დაგმო
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია