2,6 წლიანი სასჯელი პოლიტიკური დაპირების გამო - ლევან ხაბეიშვილის საქმე ევროსასამართლოში წავა

21.05.26 20:11
2,6 წლიანი სასჯელი პოლიტიკური დაპირების გამო - ლევან ხაბეიშვილის საქმე ევროსასამართლოში წავა

პოლიტიკური დაპირების საქმეზე ხაბეიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ გამაოცხადა და დაპატიმრებულ პოლიტიკოს ბრალი გადაუკვალიფიცირა.  მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ლევან ხაბეიშვილი დამნაშავედ სახელმწიფო დამხობის საქმესა და საბოტაჟში ცნო. მსაჯულის გადაწყვეტილებით პოლიტიკოს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკურ დაპირება, რის გამოც სამმა სპეცრაზმელამ თავი შეურაცყხყოფილად იგრძნო, მოსამართლემ დანაშაულად არ ჩათვალა. აქ მოსყიდვა სასამართლომ ვერ დაინახა. ხაბეიშვილი ციხეში ტერმნის - "მშვიდობიანი დამხობის" გამო გაუშვეს.  მან საპატიმრო წელიწადსა და 9 თვეში უნდა დატოვოს. ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლომ რაციონალურთან მიახლოებული გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარის შეფასებით ბრალდების საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. არ არსებობდა მტკიცებუყლებები პოლიტიკოსის ციხეში გასაშვებად, ამიტომ ახლა უფლებადამცველები სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელიან, რომ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრონ.  პროკურატურამ კი ჯერ არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა განაჩენს.

სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული პოლიტიკოსი. ის რომ ციხეში კიდევ 1 წელი და 9 თვე უნდა გაატაროს, ამის შესახებ რუსთავის ციხის სამარტოო საკანში გაიგო.  

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპოერტაჟში.