PACE-ს კომიტეტი "ოცნების" ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე საუბრობს - სტრასბურგი რეზოლუციის მისაღებად ემზადება

21.05.26 20:21
PACE-ს კომიტეტი "ოცნების" ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე საუბრობს - სტრასბურგი რეზოლუციის მისაღებად ემზადება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის მისაღებად ემზადება. მინოტორინგის კომიტეტმა დოკუმენტი ერთხმად დაამტკიცა. ზეწოლა ოპოზიციაზე, სამოქალაქო სექტორზე და განსხვავებულ აზრზე. ევროსაბჭოს მომხსენებლები ამბობენ, რომ ამ პირობებში ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარების რესურსი არ არსებობს. 

კომიტეტის თანამომხსენებლები ელიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ამბობენ, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობით ხელისუფლება ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არღვევს.

"ქართული ოცნების" მართველობის მე-14 წელს ევროსაბჭო ივანიშვილის მმართველობას ერთი სიტყვით აღწერს - ერთპარტიული დიქტატურა.  რეზოლუციის პროექტი ასევე მოითხოვს „რეპრესიული კანონმდებლობის“ გაუქმებას, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების. ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, მათ ხელმძღვანელობასა და დამოუკიდებელ მედიაზე განგრძობად თავდასხმას.

კომიტეტმა ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ „არ ჩატარებულა სანდო გამოძიება პოლიციის სისასტიკესა და დემონსტრაციების დროს ჩადენილ სხვა ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ და განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა „თბილისში საპროტესტო აქციის დასაშლელად აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ინფორმაციის“ გამო.

საქართველო ევროსაბჭოს წევრია და სტრასბურგის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა, თუმცა ოპოიზიცა დარწმუნებულია, რომ ოცნებამ დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებს ისევ დააიგნროერებს, რაც ქვეყანას ევროსაბჭოდან გარიცხვის საფრთხის წინაშე დააყენებს. ევროსაბჭო პოლიტიკური  პატიმრების არსებობაზე ღიად საუბრობსს და დაპატიმრებელი ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები