პროტესტი და მობილიზაცია არჩევნებისთვის! - როგორია ზურაბიშვილის გზავნილი და რას პასუხობენ ექსპრეზიდენტს

21.05.26 20:44
პროტესტი და მობილიზაცია არჩევნებისთვის! - როგორია ზურაბიშვილის გზავნილი და რას პასუხობენ ექსპრეზიდენტს

"მოემზადეთ არჩევნებისთვის - ბოიკოტი აღარ უნდა იყოს" -  ეს არის სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის და ხალხისთვის. მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ივანიშვილის შეცვლის გზა არჩევნებზე გადის.

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის დღესვე, რადგან არჩევნები შეიძლება არა 2028 წელს, არამედ მანამდეც იყოს. 

რამ შეიძლება "ქართული ოცნება" გახადოს იძულებული დანიშნოს ახალი არჩევნები? ამის მიზეზი შეიძლება გახდეს მათ შორის ივანიშვილის პერსონალური სანქციები. სალომე ზურაბიშვილმა, ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა შეახსენა და მიანიშნა რომ შესაძლოა, "ქართულ ოცნების" დამფუძნებელი ევროკავშირის პასპორტის გარეშე დარჩეს. 

დაგვიანებული მაგრამ სწორი პოზიცია - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას "ლელო ძლიერი საქართველოს" და გიორგი გახარიას პარტია - პარტიები, რომლებიც თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ და სხვებსაც იგივეს მოუწოდებდნენ. ლელოს პოზიცია უცვლელია, ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა, ყველა ფრონტზე, ქუჩაშიც და  არჩევნებზეც .

ოპოზიციამ ბოიკოტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გამოუცხადა. ამის შემდეგ ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეიცვალა - გამკაცრდა კანონები, ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამოც კი ციხეში უშვებენ, დაწესდა ფინანსური შეზღუდვები კრიტიკულად განწყობილი სექტორის მიმართ. ასეთ რეალობაში კი ოპოზიციური ალიანსი ჯერ ამ მდგომარეობის გაუმჯებესებას ითხოვს და ამის შემდეგ არჩევების ჩატარებას. 

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები