"ძლიერი საქართველო" გურიასა და აჭარაში მოსახლეობას შეხვდა

21.05.26 18:50
"ძლიერი საქართველო" გურიასა და აჭარაში მოსახლეობას შეხვდა

"ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად გურიასა და აჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი კუპრაძე ადგილზე გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს. 

როგორც კუპრაძემ განაცხადა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ ქობულეთის სოფლებში, სადაც მოსახლეობა იძულებულია, საკუთარი შრომით გაშენებული თხილის ბაღები გაჩეხონ.

შეწამვლის, საწვავის, ხვნა-თესვის მიმართულებით სახელმწიფო მათ არ ეხმარება, ამიტომაც იძლებულები არიან, ბაღები გაჩეხონ - აცხადებს კუპრაძე. 

ბოლო წლების განმავლობაში ანტიქართულმა "ოცნებამ" გაანადგურა სოფლის მეურნეობის ყველა სფერო. ძირითადად, მოქალაქეები მუშაობენ ციტრუსის და მეთხილეობის მიმართულებით, თუმცა "ოცნებამ" გააქრო ყველა სახის პროგრამული და სახელმწიფო მხარდაჭერა - შეწამვლის, საწვავის, ხვნა-თესვის მიმართულებით. მოსახლეობა სამწუხაროდ ჩეხავს თხილის ბაღებს, აღარ  ამუშავებს სახნავ-სათეს ბაღებს, იმიტომ, რომ არარ არის მომგებიანი. ეს ყველაფერი ქმნის იმ ტიპის კრიზისს, როდესაც ეროვნული პროდუქცია სოფლის მეურნეობის არის დეფიციტში და ფასები იზრდება", - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

 

მსგავსი სიახლეები