112-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა თანამდებობა დატოვა
112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს,
მათი ინფორმაციით, “არსოშვილმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და გადავიდა კადრების განკარგულებაში.“
"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა დაკავებული თანამდებობა, რომელსაც 2019 წლიდან დღემდე იკავებდა, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და გადავიდა კადრების განკარგულებაში", - წერია გევრდზე.