პაპუაშვილი: ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ და ჯარსაც შემოიყვანდნენ აქ

22.05.26 12:01
პაპუაშვილი: ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ და ჯარსაც შემოიყვანდნენ აქ

 

 

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე, რაკეტებს დაგვიშენდნენ, აქ ჯარს შემოიყვანდნენ - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჰკითხეს „აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ევროკავშირი ბრიტანულ სანქციებს გაიზიარებს“, რაზე პასუხადაც პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ევროპარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ მტრული გარემოა და ამ ვითარებაში, გასაკვირი არაფერია.

„ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს. მათ ჭკუა არ მოეკითხებათ. საბედნიეროდ, იმის ძალაუფლება არ აქვთ, რომ რაკეტები გამოისროლონ ჩვენკენ, თორემ გარწმუნებთ, ნება რომ მისცე, რაკეტებს დაგვიშენდნენ, აქ ჯარს შემოიყვანდნენ. თან აქაურები გაამართლებდნენ რომ კი, დემოკრატიის დასამყარებლად შემოვიდა ჯარიო. კონკრეტულად ის ხალხი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გამოირჩევა თავისი მტრული დამოკიდებულებით. აქ არაფერი გასაოცარი არ არის. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში, ვიხილეთ ევროპარლამენტში თავისუფალი მედიის შეზღუდვის მცდელობები. როცა ასეთი მტრული გარემოა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტში, გასაკვირი არაფერია,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს პაპუაშვილმა ისაუბრა, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისადმი გაგზავნილ წერილზეც და იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელში მის წერილს გულდასმით კითხულობენ და „დასკვნებს გამოიტანენ“.

„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ საგარეო პოლიტიკას, რომელიც დღეს ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს. ევროკავშირის შიგნით მის მიმართ არის უკმაყოფილება და კრიტიკა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მას არც კი ხვდება. სამწუხაროდ, კაია კალასი არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახე. როდესაც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იყო, რომლის მინისტრი აქ მიტინგებზე იდგა, ზუსტად იგივე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს ევროკავშირს, რომელიც გარდა იმისა რომ აზიანებს სხვებს, აზიანებს საკუთარ თავს. ამ ზიანს ვხედავთ ჩვენ დღეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები