მე-14 საჯარო სკოლა 4 წელია დანგრეულია - "ლელო - ძლიერი საქართველოს" ბრიფინგი
მე-14 საჯარო სკოლაში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, ასობით მოსწავლე უკვე ოთხი წელია სხვა სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობს — საკითხზე „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დანგრეული სკოლის მოსწავლეები ყოველდღიურად 7-8 კილომეტრის გავლა უწევთ, რის გამოც ბავშვები სრულფასოვან განათლებასა და სასკოლო აქტივობებზე ხელმისაწვდომობას ვერ იღებენ.
ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ხელისუფლების მთელი ვერტიკალი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიღებულა. მშობლები ალტერნატიული ფართის დროულად გამოყოფასა და პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით მე-14 საჯარო სკოლის წინ, უფრო სწორად, ამ სკოლისგან დარჩენილი ნანგრევების წინ. ეს სკოლა 4 წლის წინ დაინგრა და მთელი ამ დროის განმავლობაში ამ სკოლის 500-ზე მეტი მოსწავლე დაჰყავთ აქედან 7-8 კილომეტრის დაშორებით მეორე ცვლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ შეზღუდული საგაკვეთილო დროით, ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას, ვერ ვითარდებიან მრავალმხრივ, ვერ დადიან სპორტზე და სხვა წრეებზე და ეს უკვე გრძელდება 4 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორამირებულია "ქართული ოცნების" მთელი ვერტიკალი, დაწყებული მთავრობის ადმინისტრაციით, გაგრძელებული ინფრასტრუქტურის სამინისტროთი, განათლების სამინისტროთი, ეკონომიკის სამინისტროთი, თბილისის მერიით და ადგილობრივი გამგეობით. მიუხედავად ამისა, დღემდე ეს ბავშვები დაჰყავთ ასეთ ვითარებაში მარშრუტკებით სხვა სკოლაში. მშობლების მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება მალე გამოცხადდეს ტენდერი, თუმცა ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, რადგან, მინიმუმ, საუკეთესო გათვლებით, კიდევ 4 წელი მაინც მე-14 სკოლის მოსწავლეები ვერ შევლენ საკუტარ სკოლაში, რადგან ტენდერის გამოცხადებას სწირდება თავისი პროცედურები, შემდეგ სამშენებლო სამუშაოები და ბავშვებს ისევ მოუწევთ არასრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება. ამიტომ მშობლების კატეგორიული მოთხოვნაა, რაც შეიძლება მალე გამოიძებნოს ალტერნატიული ფართი მე-14 საჯარო სკოლისთვის და საერთოდ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ იმ ქვეყანაში, სადაც ხელიუფლების მთელი ვერტიკალი ინფორამირებულია ერთი საჯარო სკოლის პრობლემის შესახებ და ერთი საჯარო სკოლის პრობლემას ვერ აგვარებს, - განაცხდაა ჩერქეზიშვილმა.