სანდო პარტნიორობიდან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებამდე - „ოცნების“ ირანული კავშირები ამერიკისთვის წითელი ხაზია

22.05.26 20:56
სანდო პარტნიორობიდან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებამდე - „ოცნების“ ირანული კავშირები ამერიკისთვის წითელი ხაზია

 

 

ბიძინა ივანიშვილის მთავრობის კავშირები ირანთან ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მთავარ წინაღობად იქცა — გავლენიანი ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, „ჰადსონის ინსტიტუტი“, სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. საქართველოსთვის მიძღვნილი პანელური დისკუსია ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტრანსფორმაციაზე საუბრით გახსნა — სანდო, სტრატეგიული პარტნიორობიდან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებამდე.

ირანის დროშის ფერებში ანთებული თბილისის ტელეანძა, ოფიციალური სამძიმრის წერილი თეირანის დიქტატორის დაღუპვის გამო, ხშირი ვიზიტები ირანში და ირანული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში — მიზეზების ჩამონათვალი, რის გამოც ივანიშვილის მთავრობას ქვეყანაში ირანული გავლენების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, დიდია. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ამ პოლიტიკით თბილისი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირებს ვერ აღადგენს. ეს არის კონგრესმენ ჯო უილსონის მთავარი გზავნილიც. ამერიკელი კანონმდებელი ივანიშვილს პუტინის მეგობარ ოლიგარქად მოიხსენიებს, მის მმართველობას კი — მაფიოზურად.

ვაშინგტონში გამართულ დისკუსიაზე ითქვა, რომ ირანული გავლენების ზრდა საქართველოში ამერიკისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. „ჰადსონის ინსტიტუტში“ მოუსმინეს ბოლო კვლევის ავტორებსაც, რომელთა შორის გიორგი კანდელაკიცაა. საბჭოთა წარსულის მკვლევარი კონკრეტული მაგალითებით უხსნის დასავლელ პარტნიორებს, თუ როგორ იქცა საქართველო ანტიამერიკული ჰიბრიდული ოპერაციების პლატფორმად.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.