"თაღლითები" - როგორ პასუხობს ევროსაბჭოს კრიტიკულ ანგარიშს ივანიშვილის გუნდი
შალვა პაპუაშვილმა სამიზნეში ევროპის საბჭო მას შემდეგ ამოიღო, რაც მონიტორინგის კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მმართველობაზე მძიმე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ის ჩანაწერი, სადაც ევროსაბჭო პირდაპირ წერს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელი ხდება, პარლამენტის თავმჯდომარისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა.
პაპუაშვილმა „თაღლითები“ უწოდა იმ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში თავადვე უმასპინძლა და ხელი ჩამოართვა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრმა მონიტორინგის კომიტეტის წევრების დარწმუნება ვერ შეძლო, როდესაც მათ უმტკიცებდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ, არ მოქმედებს რეპრესიული კანონები და არც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა მიმდინარეობს.
„ქართული ოცნება“ ღიად აცხადებს, რომ არ აინტერესებს იმ ორგანიზაციის პოზიცია, რომლის წევრიც საქართველო ჯერ კიდევ 1999 წლიდან არის და რომლის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებაც ქვეყანამ წევრობის დოკუმენტზე ხელის მოწერით აიღო. ოპოზიციასა და მესამე სექტორში შიშობენ, რომ ავტორიტარიზმის გამყარებამ, შესაძლოა, საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვა გამოიწვიოს. ეს საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას — საპარლამენტო ასამბლეის 50-ზე მეტმა დეპუტატმა საქართველოს გარიცხვის შესახებ ინიციატივა ჯერ კიდევ გასულ წელს წარადგინა, მას შემდეგ კი ქვეყანაში დემოკრატიული თვალსაზრისით მდგომარეობა გაცილებით დამძიმდა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.