რა თქვეს საპატრიარქოში კობახიძის მიერ შეწყალებაზე გაკეთებული გაცხადების შემდეგ
საპატრიარქოს საზოგაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ პატიმრების გათავისუფლების თაობაზე "ოცნების" ხელისუფლებასთან ჯერ დიალოგი არ დასრულებულა. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო სახელმწიფოს ესაუბრება, რათა გამოსავალი მოიძებნოს.
არა მგონია, ჩვენთან არ უთქვამთ, რომ დასრულდა. ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი იმისა, რომ წავუყენოთ ულტიმატუმები სახელმწიფოს. ჩვენ ვსაუბრობთ, გამოსავალს ვეძებთ. ჩვენთან არ უთქვამთ, რომ დაუხურულია, არ ვიცი თუ გვეტყვიან აწი, - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
ირაკლი კობახიძე პატიმრების შეწყალების მთავარ პირობად კვლავ “სინანაულს და აღიარებას“ ასახელებს და აცხადებს, რომ ეს “პოზიცია საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც გაუზიარეს“.
მისი თქმით, მათი პოზიცია ძალიან მკაფიო და მყარია.