აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე ოპოზიციამ სინდისის პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა
"სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ" - ეს საკითხი ოპოზიციამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზეც დააყენა.
პოლიტიკური ლიდერები ფიქრობენ, რომ სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებზე საუბარიც კი შეუძლებელია.
საუბარი იყო, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, მათ სორის რას ფიქრობს ოპოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩამი მხრიდან რაც იყო დაყენებული, ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლბა. ამის მიღმა, აქამდე, მე ვთვლი, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ რაიმე პოლიტიკურ პროცესზე ქვეყანაში. ეს ხალხი, ჩვენი თანამებრძოლები, ეს იყო ჩემი პოზიცია, უნდა იყვნენ გარეთ - თავიუფლებაზე. ამას რაღაც წინაპირობები ქართული ოცნებისგან არ სჭირდება"- თქვა შეხვედრის დასასრულს “ხალხის პარტიის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები საქართველოს პარლამენტში შეხვდნენ პარტია “გახარია საქართველოსთვის”წევრებს გიორგი შარაშიძეს და პოლიტიკური საბჭოს წევრ ანა ბუჩუკურს.
როგორ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, პარტიის მიერ ინიციირებულ რეზოლუციაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე რეაგირების შესახებ, რაზეც „სამწუხაროდ, "ოცნებას" აქამდე ხმა არ ამოუღია“.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციაში შედიან:
- პიტერ ანდრეოლი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი;
- ჩარლზ იოკი, თანაშემწე საგანგებო საკითხებში, სახელმწიფო მდივნის აპარატი.