ყველა სამართალდარღვევაზე რომ ბრიფინგი ჩატარდეს, ეს იქნება გასამხედროებული სახელმწიფოს რეალობა - წილოსანი

27.05.26 13:58
ყველა სამართალდარღვევაზე რომ ბრიფინგი ჩატარდეს, ეს იქნება გასამხედროებული სახელმწიფოს რეალობა - წილოსანი

 

 

ნინო წილოსანი ამბობს, რომ ბრიტანეთმა, რომელმაც სამი ქართული კომპანია დაასანქცირა,  ქართული გამოძიებისგან გაიგო, რომ აღნიშნული კომპანიები კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებში იყვნენ ჩართულები და რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.

თუ რატომ არ იყო საზოგადოება ინფორმირებული აღნიშნული სისხლის სამართლის საქმით, წილოსანი ამბობს - "ყველა სამართალდარღვევაზე რომ ბრიფინგი ჩატარდეს, ეს იქნება გასამხედროებული სახელმწიფოს რაღაცა რეალობა". 

ყველა სისხლის სამართლის საქმე არ მგონია, რომ ასე სადმე ქვეყნდებოდეს. ამიტომაც, დიდმა ბრიტანეთმა მოაყოლა საპასუხო რეაქცია იმას, რაზეც ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა და შესაბამისმა ინსტიტუციებმა, ამ შემთხვევაში, ევროვნულმა ბანკმა კარგად იმუშავა. ყველა სამართალდარღვევაზე რომ ბრიფინგი ჩატარდეს, ეს იქნება გასამხედროებული სახელმწიფოს რაღაცა რეალობა", - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

ასევე ნახეთ: 

საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

უწყება ამბობს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული.

  • უწყების მტკიცებით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.