რუსეთს თუ რამე ეხება, "ოცნება" არის ჩუმად - ქევხიშვილი 3 ქართული კომპანიის დასანქცირებაზე

27.05.26 17:35
რუსეთს თუ რამე ეხება, "ოცნება" არის ჩუმად - ქევხიშვილი 3 ქართული კომპანიის დასანქცირებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი, სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ ბრიტანეთის მიერ სანქცირებული კომპანიები რეგისტრირებულნი არიან გლდანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სადაც სხვა დაახლოებით 150 კომპანიაა, ამიტომაც მისი თქმით, აუცილებელია ამ კომპანიების შემოწმებაც. 

რუსეთს თუ რამე ეხება, "ოცნება" არის ჩუმად - ამბობს ქევხიშვილი და სწორედ ამით ხსნის საგამოძიებო უწყების დუმილს, რომლებმაც ბრიტანეთის სანქცირებსი გადაწყვეტილების მერე აღაირეს, რომ ქვეყანაში არსებობენ კომპანიები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით კრიპტო-გაცვლის პლატფორმებს იყენებენ.

ეს ჯდება იმ ზოგად ხაზში, რაც აქვს "ქართულ ოცნებას", რომ რუსეთს თუ რამე ეხება, ისინი არიან ჩუმად. კომპანიები ეხმარებოდნენ რუსებს, კონკრეტულ პირებს თანხების გადაქაჩვაში. სანქცირებული კომპანიები რეგისტრირებულნი არიან გლდანის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, სადაც სხვა დაახლოებით 150 კომპანიაა რეგისტრირებული და ამ კომპანიების დიდი ნაწილის პროფილი ასევე არის კრიპტო. ვინმემ შეამოწმა, ამ კომპანიებიდან კიდევ ხომ არ არის ხვა კომპანიები არარეგისტრირებული, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, რომლებიც მსგავს საქმიანობაში არიან ჩართულები - თუ მაინცდამაინც ბრიტანეთმა უნდა დაასანქციროს და ამის მერე გავიგოთ, რომ თურმე ასეთი საქმიანობა არის ჩვენთან", - აცხადებს სანდრო ქევხიშვილი. 

ასევე ნახეთ: 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

უწყება ამბობს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული.

  • უწყების მტკიცებით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.