ბრიტანეთის მიერ 3 ქართული კომპანიის დასანქცირებაზე კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს
ბრიტანეთის მიერ 3 ქართული კომპანიის დასანქცირებაზე ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიების სამოქმედო არეალი საქართველოში არ არის.
კობახძის მტკიცებით ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება, ხოლო დანარჩენი ბრიტანული ხელისუფლების საქმეა.
მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ეს არის ბრიტანული ხელისუფლების საქმე," - განაცხადა კობახიძემ.
ასევე ნახეთ:
- ბრიტანული სანქციები ქართულ კომპანიებს - ვინ არიან მფლობელები (პირველებმა ახალი დეტალები გაარკვია)
- საგამოძიებო: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ კომპანიებზე მიმდინარეობს გამოძიება - ერთ პირს მისჯილი აქვს პატიმრობა
სებ-ი დასანქცირებულ კომპანიებზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებულია 3 კომპანია საქართველოდან
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.
უწყება ამბობს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.
რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული.
- უწყების მტკიცებით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.