სააკაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციას შორის დაპირისპირება ივანიშვილის ინტერესში შედის

08.06.26 15:35
სააკაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციას შორის დაპირისპირება ივანიშვილის ინტერესში შედის

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება ხელს "ოცნების" ხელისუფლებას აძლევს და საზოგადოებაში ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ოპოზიციური სპექტრი მუდმივ შიდა კონფლიქტშია ჩართული. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, არ აჰყვეს იმ დღის წესრიგს, რომელიც, მისი შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესებში შედის. მეხუთე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თავად საჯარო განცხადებებში განსაკუთრებულ თავშეკავებას იჩენს, რადგან, მისი თქმით, არსებულ ვითარებას უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტიდან უყურებს.

ეს ყველაფერი აქეთ არის მიმართული, თუნდაც ეს აქეთ-იქიდან შეეტევები, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ყველა ერთმანეთს ჭამს, ყველა ერთმანეთს კბენს, არეულობაა და აღარ გვინდა ამის დანახვა საერთოდ. ამიტომ ჩვენ ამოცანაა დღეს, რომ ივანიშვილმა ვერ შეგვითრიოს თავის ბაზარში. მე, როგორც ხედავთ, უკიდურესად თავშეკავებული ვარ სწორედ იმის გამო, რომ ვხედავ დიდ სურათს და დიდი სურათია, - თქვა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები