ბრიუსელმა გაჟონა - ლევან მახაშვილი

12.06.26 14:31
ბრიუსელმა გაჟონა - ლევან მახაშვილი

"ოცნების" წევრი ლევან მახაშვილი ბრიუსელს ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებს - ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლის თქმით, გუშინ ევროკავშირ-საქართველოს დიალოგის შემდეგ, "ბრიუსელის მხრიდან ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ ინფორმაცია მედიაში არ ყოფილიყო გატანილი, მაგრამ შეხვედრა დასრულებული არ იყო და ბრიუსელმა გაჟონა".

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მახაშვილის შეფასებით, „შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც შეიძლებოდა პირველ შეხვედრას ჩაევლო მრავალთვიანი ურთიერთობების არქონის ფონზე".

ძალიან დიდი თხოვნა იყო ბრიუსელის მხრიდან, რომ ინფორმაცია არ ყოფილიყო გატანილი მედიაში, მაგრამ შეხვედრა დასრულებული არ იყო და ბრიუსელმა გაჟონა, როგორც ყოველთვის ჟონავდა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის სირცხვილი, თუნდაც ბრიუსელის მხრიდან, რომელიც შეხვედრაზე გეხვეწება რომ ინფორმაცია გარეთ არ გაიტანო და შენ მეოთხე სართულიდან დაბლა არ ხარ ჩამოსული და მედიაში ინფორმაცია ჟონავს. მეორე მხრივ, იმასაც ვხედავთ რას წარმოადგენს „რადიო თავისუფლება". პირდაპირ პროპაგანდის რუპორად იქცა ამ ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქციონ შიდა დაპირისპირების თუ ხმაურის საგნად და საკუთარ ხელისუფლებასთან დაპირისპირების საგნად. რა თქმა უნდა, ამ თემით მანიპულირებას ცდილობენ. შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც შეიძლებოდა პირველ შეხვედრას ჩაევლო მრავალთვიანი ურთიერთობების არქონის ფონზე. პოზიციები გაიცვალა და ვნახოთ, შემდგომი შეხვედრები აჩვენებს. რამდენად გულწრფელად და კონსტრუქციულად არის ბრიუსელი მოწადინებული ურთიერთობაში, თუ ისევ პოლიტიკური არგუმენტები უნდა ისროლოს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა და ქართულმა მხარემ სამართლებრივად, დეტალურად გაიარა თითოეული კანონი, რაც მათ აინტერესებდათ“, - განაცხადა მახაშვილმა.

11 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ "რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხებს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი „საკმაოდ უშედეგო“ აღმოჩნდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. 

წყაროს თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები