ევროკომისიის პირველი ოფიციალური კომენტარი საქართველოსთან გამართული დიალოგის შემდეგ
ევროკომისიის პირველი ოფიციალური კომენტარი საქართველოსთან გამართული დიალოგის შემდეგ - ევროკომისიის პრესპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, გუშინ ბრიუსელში გამართული შეხვედრა ტექნიკური ხასითის იყო და ფოკუსირებული იყო იმ საკითხებზე, რამაც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება გამოიწვია.
ლამერტის თქმით, კომისიამ დეტალურად განუმარტა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ძირითად უფლებებს - ქართულმა მხარემ ასევე წარადგინა თავისი თვალსაზრისი.
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ანგარიშს წარუდგენენ თავიანთ ხელმძღვანელობას და იქ განიხილავენ საკითხის არსსა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს - აცხადებს ევროკომისიის სპიკერი.
ფაქტობრივად, გუშინ შედგა შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. ამ პროცესის მიზანი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, არის იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც გამოიწვია შეჩერება ეს არის საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და ძირითადი უფლებები. გუშინდელი შეხვედრა იყო ტექნიკური დონის შეხვედრა, რომელიც ფოკუსირებული იყო იმ საკითხებზე, რამაც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება გამოიწვია. კომისიამ დეტალურად განმარტა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ძირითად უფლებებს. ქართულმა მხარემ ასევე წარადგინა თავისი თვალსაზრისი. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ანგარიშს წარუდგენენ თავიანთ ხელმძღვანელობას და იქ განიხილავენ საკითხის არსსა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს".- განაცხადა მარკუს ლამერტი.
11 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ "რადიო თავისუფლების" ევროპის საკითხებს რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი „საკმაოდ უშედეგო“ აღმოჩნდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
წყაროს თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა დაიცვეს ის კანონები, რის გაუქმებისკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა.
ასევე ნახეთ:
- კობახიძის პირველი კომენტარი ბრიუსელში, უვიზო მიმოსვლის თემაზე გამართული შეხვედრის შემდეგ
- ბოჭორიშვილი: ეს არ არის ბოლო შეხვედრა - ევროკავშირისგან ქართული მხარის ლეგიტიმური პირობების გათვალისწინებას მოველით
- ბრიუსელში უშედეგოდ გამართული მოლაპარაკების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველ კომენტარს აკეთებს
- ბრიუსელში, უვიზო მიმოსვლის თემაზე შეხვედრა დასრულდა - ქართულმა დელეგაციამ ევროკავშირის შენობა დატოვა