პაპუაშვილმა ევროკავშირი "საერთაშორისო სამართლის დამრღვევად" გამოაცხადა

12.06.26 17:57
პაპუაშვილმა ევროკავშირი "საერთაშორისო სამართლის დამრღვევად" გამოაცხადა

შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირი "საერთაშორისო სამართლის დამრღვევად" გამოაცხადა - პარლამენტის თავჯდომარემ გუშინ ბრიუსელში გამართული ევროკავშირ-საქართველოს დიალოგის შემდეგ, იერიში ევროპულ გაერთაინებაზე მიიტანა და დღეს მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ევროკავშირმა "სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონა რეგულაციები".

თუ ახლა უნდათ, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია - განაცხადა პაპუაშვილმა. 

რაც მოვისმინეთ, იყო ის, რომ ტექნიკური ჯგუფების დონეზე იყო განხილვა ტექნიკური საკითხების. პოლიტიკური თემა შემოაქვთ ხოლმე უვიზო მიმოსვლის საკითხზე, რაც თავისთავად ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს. ყველას შევახსენებ, რომ ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის დააწესა სავიზო მოთხოვნები. დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი მაშინ, როდესაც სხვას ედავება ხოლმე საერთაშორისო სამართლის დარღვევას. შემდეგ ეს დარღვევა რომ რაღაცით დაეფარათ, მიიღეს საქართველოზე მორგებული სპეციალური რეგულაციები, გადაუხვიეს ყოველგვარ გონივრულობას და სავიზო მიმოსვლის ლოგიკას. სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომელსაც ავრცელებენ მხოლოდ საქართველოზე, სადაც საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ ნებისმიერი რამ მოგვთხოვონ. ე.წ. დემოკრატიული განვითარების სოუსით შეუძლიათ გამოიგონონ აბსოლუტურად ყველაფერი, გითხრან, რა კანონი მივიღოთ, რა არ მივიღოთ, მარცხენა ფეხზე დავდგეთ, თუ მარჯვენა და ა.შ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადაც ბრიუსელმა მიიყვანა ევროკავშირი, საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია.

იმდენად არაკვალიფიციურად იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ ეს იმედს გვაძლევს, რომ საბოლოო ჯამში თავადვე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რითაც საკუთარ თავს დაიზიანებენ. აქამდე რაც გააკეთეს, დაიზიანეს მხოლოდ საკუთარი თავი. დააზიანეს მხოლოდ ევროკავშირი და ნდობა მის მიმართ. თუ ახლა უნდათ, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ გუშინ ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ევროკავშირის შენობის დატოვების შემდეგ საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ტაბატაძემ თქვა, რომ მხარეებმა ერთმანეთის პოზიციები მოისმინეს. 

ასევე ნახეთ:

შეხვერდის დეტალებზე "პირველებთან" ინტერვიუში ისაუბრა რიკარდ იოზვიაკმა:

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები