Amnesty International-მა აბსოლუტურად ზუსტად შეაფასა ის გზა, რომელსაც გადის “ქართული ოცნება“ - სიორიძე

15.06.26 17:28
Amnesty International-მა აბსოლუტურად ზუსტად შეაფასა ის გზა, რომელსაც გადის “ქართული ოცნება“ - სიორიძე

 

 

 

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა აბსოლუტურად ზუსტად შეაფასა ის გზა, რომელსაც გადის “ქართული ოცნება“, - ასე აფასებს “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, გიორგი სიორიძე Amnesty International-ის ანგარიშს საქართველოზე.

მისი თქმით, ასეთ გზას გადიან ავტორიტარული რეჟიმები და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით, საქართველოს ყველაზე დიდი რეგრესი აქვს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა აბსოლუტურად ზუსტად შეაფასა ის გზა, რომელსაც გადის “ქართული ოცნება“, ეს არის ავტოკრატიის კონსოლიდაციის, დიქტატურის დამყარების გზა, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მათ გადადგეს, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, კრიმინალიზებით ქმედებების, რომელიც იდეაში არის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი და გულისხმობს ადამიანების მხრიდან თავიანთი უფლებებით სარგებლობას. აი, ასეთ გზას გადიან ავტორიტარული რეჟიმები, და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით, საქართველოს აქვს ყველაზე დიდი რეგრესი, - განაცხადა სიორიძემ.

“რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა საქრთველოზე ანგარიშს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის.

Amnesty International-ის ანგარში რამდენიმე თავს მოიცავს.

  • კრიტიკოსთა ცილისწამება და რეპრესიული კანონები
  • სასტიკი რეპრესიები მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ
  • "მომიტინგეთა უსამართლო სასამართლო პროცესები და პოლიციის დაუსჯელობა"

Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.

მსგავსი სიახლეები