შვიდკოი: კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს

16.06.26 10:12
შვიდკოი: კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ შვიდკოი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კულტურას შეუძლია ამ ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შვიდკოი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო.

მისი თქმით, კულტურა ის სფეროა, რომელსაც შეუძლია ქვეყნებს შორის ნდობის ატმოსფერო ეტაპობრივად, ძალდატანების გარეშე აღადგინოს.

„ხალხები ყოველთვის ერთმანეთისკენ ისწრაფვიან. ჩვენს ქვეყნებს შორის ძალიან ღრმა კავშირები არსებობს“, – განაცხადა შვიდკოიმ.

მისივე თქმით, რუსეთი ქართველი ხელოვანებისთვის ღიაა. შვიდკოიმ აღნიშნა, რომ რუსეთში მრავალი ქართველი მუსიკოსი და შემსრულებელი მოღვაწეობს, ხოლო ქართული შემოქმედებითი კოლექტივები ქვეყანას რეგულარულად სტუმრობენ.

მსგავსი სიახლეები