უილსონი: პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება მაგალითი ყველასთვის, ვინც სირთულეების ფონზე დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იბრძვის

16.06.26 10:44
უილსონი: პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება მაგალითი ყველასთვის, ვინც სირთულეების ფონზე დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იბრძვის

კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს მარკ პალმერის პრიზის მიღებას ულოცავს - ვაშინგტონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას უილსონი ვიდემომიმართვით ჩაერთო.

კონგრესმენმა თქვა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იქნება მაგალითი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სირთულეების ფონზე დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იბრძვის.

უილსონმა ისაუბრა საქართველოზეც და თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას -"ბოლო წლებში ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება, მათ შორის - ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე".

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მაგალითი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ მსოფლიოში ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც სირთულეების ფონზე დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად იბრძვიან. ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას, სანამ ისინი დემოკრატიული მომავლისკენ სვლას განაგრძობენ. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს 2026 წლის მარკ პალმერის პრიზის მიღებას.
დღეს საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ბოლო წლებში ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა შეინიშნება, მათ შორის - ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე. 
ქართველი ხალხი იმსახურებს ამერიკისა და ჩვენი დემოკრატიული მოკავშირეების მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას", - განაცხადა ჯო უილსონმა. 

პრინციპული ლიდერობის და საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის ერთგულებისთვის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს Freedom House-მა მარკ პალმერის პრიზი გადასცა.

  • ეს არის ჯილდო რომელიც დემოკრატიის დაცვაში დიპლომატების და მათვობის მოხელეების განსაკუთრებულ მიღწევებს აღიარებს.

ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯილდო მხოლოდ მას არ ეკუთვნის და პრიზს იმსახურებენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან.

 

მსგავსი სიახლეები