"ოცნებაში" უკვე ერთმანეთის ეშინიათ. იმაზე მეტადაც კი ვიდრე პროტესტის მონაწილეების" - სალომე ზურაბიშვილი

16.06.26 11:45
"ოცნებაში" უკვე ერთმანეთის ეშინიათ. იმაზე მეტადაც კი ვიდრე პროტესტის მონაწილეების" - სალომე ზურაბიშვილი

"ოცნებაში" უკვე ერთმანეთის ეშინიათ. იმაზე მეტადაც კი ვიდრე პროტესტის მონაწილეების" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ კითხვების საპასუხოდ განაცხადა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. 

  • ცნობისთვის, პრინციპული ლიდერობის და საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის ერთგულებისთვის სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტია დაყოფილი და დასუსტებულია. 

ამასთან, მისივე თქმით, ის ვერ ხედავს, რომ "ტრამპის ადმინისტრაციას აქვს რაიმე მიზიდულობა რეჟიმის მიმართ" - "მას სჭირდება საქართველო რომელსაც ენდობა, რომელიც არ მოქმედებს სხვადასხვა აქტორების ინტერესებით". 

რეჟიმისთვის ხელის ჩამორთმევა პარტნიორებთან და დიპლომატიური საუბრები ქვეყნის შიგნით გამოიყენება როგორც საშუალება ხალხისთვის სათქმელად: მე შემიძლია საუბარი, მე შემიძლია მივიღო ის რაც მე მინდა, შემიძლია რეალური ურთიერთობები. ეს არის მათი პოლიტიკა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ არ არსებობს სივრცე სადაც რეჟიმმა რაიმე შეცვალა, თუნდაც ყველაზე მარტივი. მაგალითად პატიმრების გათავისუფლება. ისინი ამას არ აკეთებენ. არცერთი ნაბიჯით არ აჩვენებენ მზაობას. მე ვერ ვხედავ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს რაიმე მიზიდულობა რეჟიმის მიმართ. რადგან ტრამპის ადმინისტრაციას სჭირდება სტაბილური საქართველო. სომხეთის და აზერბაიჯანის გამო, ტრამპის მარშრუტის გამო, რეგიონის გამო, შავი ზღვის გამო.

მას სჭირდება საქართველო რომელსაც ენდობა, რომელიც არ მოქმედებს სხვადასხვა აქტორების ინტერესებით. ეს ხომ ავტორიტარიზმისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ თავად მმართველი პარტიაც დაყოფილია და დასუსტებული. როცა ყოველ დღე იღებ რეპრესიულ კანონებს, ეს სწორედ ამაზე მიანიშნებს.

საკუთარი პარტიის წევრებს აკავებენ კორუფციის გამო. მათ უკვე ერთმანეთის ეშინიათ. იმაზე მეტადაც კი ვიდრე პროტესტის მონაწილეების," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები