"როგორც ჩანს, თქვენთან ჩამოვიდა" - წილოსანი ამბობს, რომ პუტინის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

16.06.26 13:16
"როგორც ჩანს, თქვენთან ჩამოვიდა" - წილოსანი ამბობს, რომ პუტინის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

 

 

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ამტკიცებს, რომ საქართველოში პუტინის წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის ჩამოსვლის შესახებ არაფერი სმენია. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ, როგორც ჩანს, თქვენთან ჩამოდის, იმიტომ, რომ თქვენს გარდა არავინ იცის ხოლმე, - ამბობს წილოსანი "პირველებთან". 

არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ, არ მჯერა თქვენი, ზოგადად, არცერთ შემთხვევაში და არც ახლა, ამ შემთხვევაში. თუ ასეთი ფაქტი ან ასეთი პიროვნება, რომელიც კანონის დარღვევით არის შემოსული მოხდა, ალბათ ამ კითხვის დასმის ნაცვლად, სჯობდა, შესაბამისი სამსახურებისთვის მიგემართათ. ყოველ შემთხვევაში, ერთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, როგორც ჩანს, თქვენთან ჩამოდის, იმიტომ, რომ თქვენს გარდა არავინ იცის ხოლმე ეს ინფორმაცია და ალბათ, რომ მოიწვევთ და ჩამოიყვანთ და რომ ალაპარაკებთ, წინასწარ სჯობია, რომ გვითხრათ. მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ჩემთან ნამდვილად არ ჩამოსულა, დიდი ალბათობით, თქვენთან ჩამოვიდა, - ამბობს წილოსანი. 

მიხეილ შვიდკოი ორი დღე საქართველოში იმყოფებოდა. რუსეთის სახელწმიფო მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო. ღონისძიებებს სითი მოლმა და კინოეთატრმა კავეამ უმასპინძლა.

"კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს" - თქვა პუტინის მრჩეველმა.

 

მსგავსი სიახლეები