პაპუაშვილი საქართველოში პუტინის წარმომადგენლის ვიზიტში პრობლემას ვერ ხედავს

16.06.26 15:34
პაპუაშვილი საქართველოში პუტინის წარმომადგენლის ვიზიტში პრობლემას ვერ ხედავს

 

 

საქართველოში პუტინის წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის ვიზიტში "ქართული ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართულ კანონმდებლობას არ არღვევს, მას საქართველოს მონახულების უფლება აქვს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენის მთავარი წინაპირობა ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა. 

არ ვიცი ვინ სად იმყოფებოდა, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ისაც სურს საქართველოს მონახულება და პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია, მოინახულოს საქართველო.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ჩვენო პოზიცია ძალიან ცხადია. იქნება კულტურული ურთიერთობებიც, იქნება ეკონომიკური ურთიერთობები, საგანმანათლებო, ყველა ურთიერთობები იქნება, როდესაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის ერთადერთი წინაღობა, რომელიც დგას ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენაში - საქართველოს დეოკუპაცია და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ერთადერთი, ვის მოსაწონადაც ვიქცევით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ვის კრიტიკასაც ავირიდოთ, ეს არის ქართველი ხალხი, - ამბობს პაპუაშვილი. 

მიხეილ შვიდკოი ორი დღე საქართველოში იმყოფებოდა. რუსეთის სახელწმიფო მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო. ღონისძიებებს სითი მოლმა და კინოეთატრმა კავეამ უმასპინძლა.

"კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს" - თქვა პუტინის მრჩეველმა.