ირმა სოხაძე პუტინის მრჩევლის ვიზიტზე: „ეს ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, მიხაილ შვიდკოის საქართველოში ვიზიტს კრიტიკა მოჰყვა. მსახიობი ირმა ოხაძე აცხადებს, რომ კულტურული ურთიერთობების აღდგენის შესახებ გზავნილები რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკის ნაწილია და ოკუპაციის პირობებში განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს. მისი თქმით, მსგავსი ინიციატივები ხშირად „რბილი ძალის“ მექანიზმებით გავლენების გაფართოებას ემსახურება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის. ეს ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და აუცილებელი. ზოგადად, ის მოიცავს ეკონომიას, დიპლომატიას, რელიგიას და ძალიან ძლიერად იყენებს კულტურას, სპორტს და სხვადასხვა სფეროებს, იმიტომ, რომ დაარწმუნოს ხალხი, რომ ხვა უარესია და თვითონ უკეთესია. ეს კონკრეტული ვიზიტი ამის თვალნათელი მაგილითია. თუ კულტურა არაფერ შუაშია პოლიტიკასთან, მაშნ ამ კინოჩვენებას რაღაც პუტინის მრჩეველი დაესწრო, ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო კულტურის სრულიად ნეიტრალური მუშაკი, თუმცა ახლა მოსკოვში და რუსეთში ნეიტრალური უკვე აღარც კულტური მუშაკები აღარ არიან. ვნახეთ ახა დაჯილდოვება, საკმაოდ შემაშფოთებელი კადრები, სადაც ძალიან არგი და ჩვენთვის საყვარელი მსახიობები ზოგი ხელჩაკიდებული დგას პუტინთან, ზოგი თვალებში შესციცინებს, მაგრამ ეს მათი საქმეა. და ჩვენი საქმეა, რომ არ ავყვეთ ამ ჰიბრიდული ომის პროპაგანდას და ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მტერი, მართლა ვინ ემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს და ვინ იდგა და დგას ჩვენი სუვერენიტეტის სადარაჯოზე, - ამბობს ირმა სოხაძე.
მიხეილ შვიდკოი ორი დღე საქართველოში იმყოფებოდა. რუსეთის სახელწმიფო მედია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიცაა, 14-15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა და კინოსპექტაკლების ჩვენებებს დაესწრო. ღონისძიებებს სითი მოლმა და კინოეთატრმა კავეამ უმასპინძლა.
"კულტურამ რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობა უნდა აღადგინოს" - თქვა პუტინის მრჩეველმა.