პუტინის კრიტიკოსი რუსი კარიკატურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ქართული პასპორტი აღმოაჩნდა - მედია
პუტინის კრიტიკოსი რუსი კარიკატურისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მთავარ ეჭვმიტანილს ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. გამოძიება ამოწმებს ვერსიას, რომ დოკუმენტი შესაძლოა გაყალბებული იყოს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, 36 წლის ელნური, რომლის გვარსაც სამართალდამცველები არ ასაჯაროებენ, აზერბაიჯანულად საუბრობს და რამდენიმე წლის წინ ვარშავაში მომხდარ მკვლელობის საქმესთანაც არის დაკავშირებული. მედიის ცნობით, ის გარკვეული დროის განმავლობაში პოლონეთში ცხოვრობდა, თუმცა ხშირად მოგზაურობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
საქართველოს ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებიათ.